„შავდიას“ სახელი დამფუძნებლის გვარიდან მომდინარეობს – რეალურად „შავდია“ თავისით შეიქმნა, უფრო სწორად, ხალხმა შექმნა. 4 წლის წინ ყველაფერი ნულიდან დაიწყო ისე, რომ მხოლოდ ერთი საკერავი მანქანა იყო განვადებით გამოტანილი და დღეს უკვე მაღაზიათა ქსელს ვფლობთ „ქართველი დიზაინერების კუთხე“ სადაც ექსკლუზიურად „შავდიას“ პროდუქცია იყიდება.
„შავდიას“ ისტორია 2018 წლიდან იწყება, მისი შექმნის მთავარი მიზანი ქართული კულტურის დეტალების გამოკვეთა იყო აქსესუარსა თუ სამოსზე, ისინი თითქოს და გაცოცხლებულნი არიან სამოსელზე, წარწერები მხედართმთავრულად, ნუსხურად და ასომთავრულად, ფიროსმანის არაჩვეულერივი შედევრები.
SHAVDIA
სამოსი, აქსესუარები, ფეხსაცმელი, დამეთანხმებით ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის დაბადებიდან-სიცოცხლის ბოლო წუთამდე და ერთ-ერთი აუცილებელი ხაზია ჩვენს ცხოვრებაში.
უხსოვარი დროიდან, ადამიანები ყოველთვის რაღაცით იმოსებოდნენ, მაგალითად პირველყოფილი ადამიანები ტანს ფოთლებითა და ბუნებაში მოპოვებული მასალით იფარავდნენ, ანუ პირველყოფილი ადამიანებიც კი მიხვდნენ, რომ ტანის შემოსვა აუცილებელი იყო, მაგრამ ცივილიზაცია განვითარდა და დაიხვეწა, გაჩნდა ტანსაცმლის,აქსესუარებისა და ფეხსაცმლის მრავალფეროვნება, დღესდღეობით კი არჩევანი უსაზღვროა.
სამოსი-არის სხეულის ხელოვნური საფარველი,რომელიც შუა საუკუნეებში ადამიანთა სოციალურ მდგომარეობას, რასას, წარმომავლობასა და კლასს, წარმოაჩენდა. ყველა ერს თავის კულტურასთან დაკავშირებული სამოსი ეცვა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, იქმნება სხვადასხვა ბრენდი, რომლებიც ქმნიან სხვადასხვა ზომის, ფერისა თუ სტილის სამოსს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დიზაინერები ჰქვიათ და ისინი ზრუნავენ სამოსის მრავალფეროვნებასა და კრეატიულობაზე. მათი შექმნილი პროდუქტი თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვრცელდება და ყველა ადამიანი იცვამს. დიზაინერები ცდილობენ რაც შეიძლება მეტად დააკმაყოფილონ უამრავი ადამიანის გემოვნება. დღეს ჩვენს საუკუნეში თითქმის აღარ წარმოადგენს სამოსი ადამიანის კულტურულ თავისებურებას, მაგრამ რა თქმა უნდა, დღესაც არსებობს უძველესი ქვეყნები სადაც ისევ შემორჩა კულტურული სამოსი, მაგალითად ჩვენი შეუადერებელი, განსაკუთრებული ქვეყანა საქართველო, სადაც ჩვენ დავიბადეთ. ბედნიერები ვართ, რომ ამ პატარა ქვეყანას თავისი ტრადიციული საკუთარი სამოსი გააჩნია და საუკუნეებია ერთ-ერთ ულამეზს სამოსად ითვლება. ჩვენი ტრადიციული სამოსი დღესაც გამოიყენება ქართულ ხელოვნებაში. ალბათ უმეტესი თქვენგანი დაგვეთანხმება რა საოცარი სანახავია ქართულ-ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები ან თუნდაც ჯვრისწერის დროს ნეფე-დედოფალი. მოდი სხვა ქვეყანაზეც ვისაუბროთ მაგ: ინდოეთი, სადაც უმეტესად ქვეყნის მოქალაქეებს დღესაც აცვიათ კულტური სამოსი „სარი“ , იაპონია სადაც ჯერ კიდევ იმოსებიან მაცხოვრებლები “კიმანოთი“.
ჩვენს ცხოვრებაში სამოსს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და ყოველთვის ვცდილობთ, რაღაც ახალი, განსაკუთრებული და ორიგინალური რამ მოვირგოთ.
ყველას გსმენიათ ქართველ,შეუდარებელ და განსაკუთრებულ მხატვარ ნიკო ფიროსმანზე,მის არაჩვეულებრივ და დასაფიქრებელ ნამუშევრებზე,რომლებიც ‘შავდიას“ დამფუძნებელმა, თავის ბრენდში გააერთიანა. „შავდიას“ დამმარსებელი სულაც არ არის პროფესიით დიზაინერი, იგი იურისტია.
„შავდიას“ სახელი დამფუძნებლის გვარიდან მომდინარეობს – ელენე შავდია. „შავდიას“ ისტორია ძალიან სპონტანურად დაიწყო ერთ-ერთი ინტერვიუში ელენე ჟურნალისტის კითხვაზე თუ როდიდან დაიწყო მან საკუთარი ბრენდის შექმნა იგი პასუხობს: „რეალურად „შავდია“ თავისით შეიქმნა,უფრო სწორად, ხალხმა შექმნა, მე კი კარგად დავამუშავე და როგორც ბრენდი ისე წარმოვადგინე. 4 წლის წინ ყველაფერი ნულიდან დაიწყო ისე, რომ არავითარი თანხა არ ჩამიდევს ამ საქმეში, მხოლოდ ერთი საკერავი მანქანა მქონდა განვადებით გამოტანილი და დღეს უკვე მაღაზიათა ქსელს ვფლობთ დასახელება „ქართველი დიზაინერების კუთხე“ სადაც ექსკლუზიურად „შავდიას“ პროდუქცია იყიდება. ჩვენი მაღაზიები მდებარეობს სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისი“, „თბილისი მოლი“, „სითი მოლი“ და ბათუმში „მეტრო სითი“
„შავდიას“ ისტორია 2018 წლიდან იწყება, თადაპირველად დამფუძნებელმა მარტომ დაიწყო ყველაფრის კეთება, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ყველაფერი 0-დან დაიწყო, ელენე იყო დიზაინერიც, მკერავიც, მომმარაგებელიც და ყველაფერს მარტო თავისი ძალებით უმკლავდებოდა . პირველი კოლექცია კაბები იყო, რომელზეც თავისივე ხელით დააქარგა მარგალიტები, დროთა განმავლობაში „შავდია“ იზრდებოდა და ვითარდებოდა ხოლო დღეს 2023 წელს შავდიას აქვს მამაკაცისა, ქალისა ბავშვების ხაზი.
„შავდიას“ შექმნის მთავარი მიზანი ქართული კულტურის დეტალების გამოკვეთა იყო აქსესუარსა თუ სამოსზე,ისინი თითქოს და გაცოცხლებულნი არიან სამოსელზე,წარწერები მხედართმთავრულად,ნუსხურად და ასომთავრულად, ფიროსმანის არაჩვეულერივი შედევრები.
დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ქართველი, პატრიოტი ადამიანი დამეთანხმებით, რომ ქართული ენისა და კულტურის ასე წარმოჩენა შეუდარებელი იდეაა, სწორედაც რომ ეს იდეა დღეს ნელ-ნელა ვითარდება და ცნობადი ხდება, არამარტო საქართველოში არამედ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.
„შავდიას“ მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ძირითადად ყველაფერს თვითონ ამზადებენ თავიანთ ატელიეში, ქსოვლიებსაც და პროდუქტსაც ანუ ყველაფერი იწარმოება საქართველოში, ხოლო ფეხსაცმელისა და აქსესუარების შესაქმნელად მასალის რაღაც ნაწილს ყიდულობენ იტალიაში, ჩინეთში, თურქეთში და ა.შ.
რაც შეეხება თავად დამაარსებლის აზრს ბრენდის შესახებ, იგი ფიქრობს,რომ ბრენდზე მოთხოვნის მთავარი ატრიბუტი იმაში მდგომარეობს,რომ „შავდია“ „Made in საქართველოა“ ხოლო ალბათ ყველა ადამიანისთვის სასიამოვნოა,როცა გაცვია ისეთი რამ რითიც საკუთარ კულტურას,ისტორიას უკავშირდები. ალბათ კარგია,როცა შენი საკუთარი პატარა ულამაზესი საქართველო ახლოს გეყოლება. ჩვენი სლოგანიც მშობლიურ ქვეყანასთან ახლოს ყოფნასთანაა კავშირში „ატარე შენი წილი საქართველო“
ჩვენი აზრით, იმისდამიუხედავად, რომ „შავდია“ პატარა კომპანიაა, ის მაინც ახერხებს ჩვენს გულებთან ახლოს ყოფნას, რადგან ,როცა რაღაც ქართულს იცვამ და თანაც ჩვენს კულტურასთან და ისტორიასთან დაკავიშირებულს, ზუსტად მაშინ გრძნობ, რომ საქართველოს შვილი ხარ. „შავდია“ სავსეა დიდძალი პატრიოტიზმითა და ქართულის სიყვარულით. პირადად ჩვენთვის ყველაფერს რასაც საქართველოსთან კავშირი აქვს დიდ სიყვარულს ანიჭებს მომხმარებელს, ხოლო „შავდიაც“ სწორედ ასეთი კომპანიაა.
eCommerce Talks discusses tech, current trends, and insights from around the eCommerce world




It was not possible to renovate the two little houses on the land because they were in ruins & lacked any distinctive architectural features.
თბილისი შოთა რუსთაველის 2/4, გალერეა თბილისი მე-3 სართული