ჩვენ შესახებ
„შავდიას“ სახელი დამფუძნებლის გვარიდან მომდინარეობს – რეალურად „შავდია“ თავისით შეიქმნა, უფრო სწორად, ხალხმა შექმნა. 4 წლის წინ ყველაფერი ნულიდან დაიწყო ისე, რომ მხოლოდ ერთი საკერავი მანქანა იყო განვადებით გამოტანილი და დღეს უკვე მაღაზიათა ქსელს ვფლობთ „ქართველი დიზაინერების კუთხე“ სადაც ექსკლუზიურად „შავდიას“ პროდუქცია იყიდება.
„შავდიას“ ისტორია 2018 წლიდან იწყება, მისი შექმნის მთავარი მიზანი ქართული კულტურის დეტალების გამოკვეთა იყო აქსესუარსა თუ სამოსზე, ისინი თითქოს და გაცოცხლებულნი არიან სამოსელზე, წარწერები მხედართმთავრულად, ნუსხურად და ასომთავრულად, ფიროსმანის არაჩვეულერივი შედევრები.



